loader

მაია ფანჯიკიძე ჰილარი კლინტონს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია ფანჯიკიძე ჰილარი კლინტონს შეხვდა

ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ და კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე ამერიკა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესში, არამედ ყველგან, სადაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს – მათ შორის, ავღანეთის მისიასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ეამაყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონს გუშინ შეხვდა.