loader

ეჭვი გვაქვს, უცხოურ პრესაში პასკვილებზე ბოკერიას უწყებას 16 მლნ აქვს დახარჯული - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეჭვი გვაქვს, უცხოურ პრესაში პასკვილებზე ბოკერიას უწყებას 16 მლნ აქვს დახარჯული - ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არის ეჭვი, რომ უცხოურ პრესაში პასკვილებზე გიგა ბოკერიას უწყებას 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული.

"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ასეთი სტატიები ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებს. "არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ვაშინგტონ პოსტმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით - "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა".

Washington Post-ში მიიჩნევენ, რომ "ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა". ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.