loader

ცვლილება ფარმაცევტულ ბაზარზე - წამლები მხოლოდ პირველადი შეფუთვით გაიყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილება ფარმაცევტულ ბაზარზე - წამლები მხოლოდ პირველადი შეფუთვით გაიყიდება

დღეიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლები მხოლოდ პირველადი შეფუთვით გაიყიდება. ჯანდაცვის სამინისტროში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ბოლო პერიოდში ახორცილებდნენ პირველადი შეფუთვის ცვლილებას. ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა წამლის ვარგისიანობას და იკვეთებოდა რიგი რისკფაქტორები.

წამლის ცალობით გაყიდვაზე აკრძალვა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი შეფუთვა ირღვევა და იცვლება, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა მედიკამენტების ცალობით გაყიდვის აკრძალვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ფირფიტებზე დატანილი წამლის ცალობით შეძენა შეეძლება, ხოლო კოლოფში მოთავსებული წამლების - არა.