loader

"ჩემი მშობლების სახლში ავტომატს ეძებდნენ" - სურამში გოგა ხაჩიძის სახლი გაჩხრიკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მშობლების სახლში ავტომატს ეძებდნენ" - სურამში გოგა ხაჩიძის სახლი გაჩხრიკეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, პარლამენტის წევრის, გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, მისი მშობლების სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატურ იარაღს ეძებდნენ.

როგორც "პალიტრა ტვ"-ს გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბარში განუცხადა, სურამში, მისი მშობლების სახლში, თხუთმეტმა პირმა დილის 06:30 საათზე ჩხრეკა ჩაატარა და "კისტის თოფი" და ძველი ჯავშანჟილეტი ამოიღო.
როგორც გოგა ხაჩიძე აცხადებს, მის მშობლებს აღნიშნულმა პირებმა განუცხადეს, რომ სურამში, ერთ-ერთ ოჯახში ტყვიები აღმოაჩინეს. დეპუტატის ცნობით, ამ ინფორმაციის საფუძველზე ხაჩიძეების ოჯახში ავტომატურ იარაღს ეძებდნენ.

ხაჩიძეს უჭირს თქმა, თუ რას უკავშირდება ჩხრეკა. მისი თქმით, არც ის იცის, ზემოხსენებული პირები ნამდვილად სამართალმცველები იყვნენ თუ არა.