loader

ვინ არიან რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველები?

სოციალურად დაუცველები რკინიგზის საავადმყოფოს მარჯვენა ფლიგელში ხმაურით და ძალის გამოყენებით შევარდნენ. ახალი ფართის მითვისებას სიხარული, ყიჟინი და მუქარაც მოყვა.

რკინიგზის სავადმყოფოში სოციალურად დაუცველი 55 ოჯახი, ერთი თვის წინ შევიდა. თავიდან სამ ოთახში განთავსდნენ, შემდეგ დერეფანი, პირველი და მეორე სართულებიც დაიკავეს. საკუთარ თავს თბილისელ სოციალურად დაუცველ უსახლკაროებს უწოდებენ, რომლემაც ბინები და სამსახური წლების წინ, სხვადსხვა მიზეზების გამო დაკარგეს.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებს დაკავებული ფართების დატოვებას და სანაცვლოდ ახალ შეღავათებს სთავაზობს, რაზეც საავადმყოფოს შენობაში შეხიზნულები უარს ამბობენ.

რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილებმა, საავადმყოფოს ტერიტორიის დანაწილება უკვე მოასწრეს. სოციალურად დაუცველი აქტივისტების გადაწყვეტილებით, 5-სულიან ოჯახს საავადმყოფოს ხუთი ოთახი შეხვდება, 4-სულიანი კი ოთხ პალატაში განთავსდება. დანარჩენებიც სულადობის მიხედვით გადაინაწილდებენ ფართს.