loader

21 სავაჭრო ობიექტის ქურდობაში ბრალდებული პირები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

21 სავაჭრო ობიექტის ქურდობაში ბრალდებული პირები დააკავეს

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.

მათ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში წინასწარი შერჩევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე "ნუგეშის" 15 სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი, " შირაქის ეკო პროდუქტებისა" და "კოდას" ჯიხურები გაქურდეს. თბილისის მასშტაბით, მათ სულ 21 სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მათ ბრალი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.