loader

ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვალერი ჩხეიძეს, ოჯახის წევრებთან ერთად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლებიც დახვდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის მოვლენებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა და პოზიტიური რომ ვერაფერი შეამჩნია, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის ადევნებდა თვალს. ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული და სასიკეთო ძვრები არ ხდებოდა. მისივე ინფორმაციით, არანაირი შეთავაზება არ მიუღია ახალი ხელისუფლებისგან, თუმცა მზად არის, თავისი სამხედრო გამოცდილება მოახმაროს ქვეყნის ინტერესებს.