loader

ბოქლომდადებული ოთახები მეთხუთმეტე სკოლაში - შენობაში შეჭრილები დახმარებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოქლომდადებული ოთახები მეთხუთმეტე სკოლაში - შენობაში შეჭრილები დახმარებას ითხოვენ

მეთხუთმეტე სკოლაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები, დევნილები და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ახალ მთავრობას დახმარებას სთხოვენ. სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, ისინი 2 თვის წინ შეიჭრნენ. შეჭრილები ამბობენ, რომ ადგილზე იყვნენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ჩაატარეს აღწერა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. ამიტომ არ იციან, რა ბედი ეწევათ და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ.

პრობლემა შეჭრილებს ერთმანეთშიც აქვთ. თავდაპირველად სკოლაში 54 ოჯახი შევიდა. აქედან საცხოვრებლად მხოლოდ 15 ოჯახი დარჩა. დანარჩენებმა ფართები დაინაწილეს და ოთახებს ბოქლომები დაადეს. აქ დარჩენილები ამბობენ, რომ ამ ადამიანებს სხვა ბინები გააჩნიათ და, უბრალოდ, ფართის მითვისებას ცდილობენ.

პროგრამაზე, რომელიც სოციალურად დაუცველების ბინის ქირით უზრუნველყოფას 6 თვის განმავლობაში ითვალისწინებს, მეთხუთმეტე სკოლაში შეჭრილები უარს ამბობენ. უარის მიზეზი პროგრამის მოკლევადიანობაა. ეს ადამიანები ასეთი სიტუაციის შექმნაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თუმცა დახმარებას ამჯერად ახალ მთავრობას სთხოვენ.