loader

ნატო დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, თუმცა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას - რასმუსენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატო დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, თუმცა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას - რასმუსენი

ნატო საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ, 5 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ საქართველოს ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დაპატიმრებების საკითხიც. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ნატო არ ჩაერევა ამ საქმეებში, მაგრამ ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას და დაპატიმრებულ ხალხს სრული საპროცესო უფლებების გარანტია მიეცეს, რათა ეს შემთხვევები არ იყოს აღქმული, როგორც პოლიტიკური დევნა. ასე აღქმა კი უკიდურესად საზიანო იქნება", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე საუბარი იმ გამოცდასაც შეეხებოდა, რომელიც საქართველომ ოქტომბრის არჩევნებით ჩააბარა.

ავტორი: ვაჟა თავბერიძე