loader

ჯიხურების ქურდობა წვრილმან დამნაშავეებს ჩვევად ექცათ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯიხურების ქურდობა წვრილმან დამნაშავეებს ჩვევად ექცათ?

მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია. პრესისა და წიგნების გამავრცელებელი "ელვასერვისის" ჯიხური გამყიდველს დილით გატეხილი დახვდა. თუმცა ეს ჯიხურის გატეხვის პირველი შემთხვევა არ არის.

შინაგ საქმეთა სამინისტრომ მსგავსი საქმე სულ რამდენიმე დღის წინ გახსნა, თბილისის მასშტაბით 21 სავაჭრო ობიექტის გაქურდვისთვის ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავა. ქურდობაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, თუმცა 2 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე პირი გათავისუფლებულია.

უნდა იყვნენ თუ არა გათავისუფლებულნი მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები გირაოთი ან ვადაზე ადრე - ამ საკითხზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია. მოსახლეობა სიფრთხილით ელოდება ამნისტიის კანონის ამოქმედებასაც.

ხელისუფლების გადაბარების პროცესი - ასე ხსნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსებულ მდგომარეობას. სტატისტიკური მონაცემებით, წვრილმანი დანაშაულის შემთხვევებმა იმატა, თუმცა ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ჩადენილი დანაშაული არავის შერჩება და სამინისტრო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს.