loader

თავდაცვის სამინისტრო ახალაიას მინისტრობისას შეძენილი "მოძველებული" არსენალის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტრო ახალაიას მინისტრობისას შეძენილი "მოძველებული" არსენალის შესახებ

თავდაცვის სამინისტრომ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს 12 მილიონამდე ევროს ღირებულების მეორადი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული "აკ-47" და "აკს-47" ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი შეიძინა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საბრძოლო იარაღის შესყიდვების შესახებ მასალებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. როგორც ავალიანი აცხადებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებდა და მილიონობით ლარი ირიცხებოდა ოფშორულ ზონებში, რის შედეგადაც საქართველო მოძველებულ ტექნიკას იძენდა.

"აკ-47" შეიარაღებაში აღარ აქვს თავად რუსეთის ფედერაციასაც კი. დოკუმენტების თანახმად კი, ერთ ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, თუმცა ამ ავტომატური იარაღის საბაზრო ფასი 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. საქმე აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილი იქნება პროკურატურაში", - განაცხადა ავალიანმა.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კიდევ მიდის შესყიდვებთან დაკავშირებული რამდენიმე მასალის შესწავლა, რომელშიც ფიგურირებს სხვა იარაღიც და მათ შორის, სამხედრო ტექნიკაც.
თავდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ რადგან იარაღის შესყიდვის დროს თანხების გადარიცხვა ხდებოდა ოფშორულ ზონებში, კორუფციულ გარიგებასაც ჰქონდა ადგილი.