loader

სოციალურად დაუცველებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არ შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურად დაუცველებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არ შედგა

რკინიგზის სამშობიაროში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არ შედგა. მთავრობის კანცელარიაში სოციალურად დაუცველი რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომელთაც სურდათ, შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს ან პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს.

როგორც ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა კახაბერ ოდიშელიძემ განაცხადა, მათ გუშინ მიიღეს პირობა იმის შესახებ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს ან მისი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდებოდნენ და არსებული პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრებდნენ.

კახაბერ ოდიშელიძის განცხადებით, სოციალურად დაუცველებს რკინიგზის სამშობიაროში ელექტროენერგია არ აქვთ და დახმარების თხოვნით ისინი ეკონომიკის სამინისტროშიც იმყოფებოდნენ. უარის შემდეგ კი მათ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს და პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.