loader

"ბატონო უჩა, თქვენ "ოცნების" ომბუდსმენი ბრძანდებით" - გოგა ხაჩიძის მიმართვა ნანუაშვილისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო უჩა, თქვენ "ოცნების" ომბუდსმენი ბრძანდებით" - გოგა ხაჩიძის მიმართვა ნანუაშვილისადმი

ბატონო უჩა, თქვენ "ოცნების" ომბუდსმენი ბრძანდებით, - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ სახალხო დამცველობის კანდიდატს უჩა ნანუაშვილს.

როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ უჩა ნანუაშვილი განსაკუთრებული სახალხო დამცველი იქნება, მით უმეტეს, რომ ის ამჟღავნებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას საპარლამენტო უმცირესობის მიმართ.

"ბატონო უჩა, თქვენ "ოცნების" ომბუდსმენი ბრძანდებით", - მიმართა ნანუაშვილს ხაჩიძემ.

დღეს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს აირჩევს. ომბუდსმენობის ერთადერთ კანდიდატ უჩა ნანუაშვილს პლენარულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს.