loader

აღშფოთებული ვარ... არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება - ნინა წკრიალაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღშფოთებული ვარ... არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება - ნინა წკრიალაშვილი

შსს საგამოძიებო სამსახურთან ვანო მერაბიშვილის დაკითხვის პარალელურად მიმდინარე მერაბიშვილის მხარდამჭერთა აქციაზე, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მივიდა.

როგორც წკრიალაშვილმა განაცხადა, დღეს ისეთი დღეა, სახლში ვერ დარჩებოდა. მისივე თქმით, მერაბიშვილს ახლოს არ იცნობს, თუმცა მის საგულშემატკივროდ მაინც მოვიდა.

"აქ მოვედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც საქართველოს მომავალზე ზრუნავს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მერაბიშვილის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა", - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.