loader

რაც დამპყრობელმა 2008 წელს ვერ გააკეთა, ახალ ეპოქაში ჩვენი ხელით არ უნდა გავაკეთოთ - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაც დამპყრობელმა 2008 წელს ვერ გააკეთა, ახალ ეპოქაში ჩვენი ხელით არ უნდა გავაკეთოთ - მიხეილ სააკაშვილი

თუ დასავლეთის სიმპათია დავკარგეთ, ჩვენი მშველელი არავინ იქნება, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პირველმა პირმა 8 დეკემბერს, პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარია კაჩინსკის საფლავი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

"უნდა გავაანალიზოთ, რა გააკეთა კაჩინსკიმ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად 2008 წელს. მან შეკრიბა ევროპელი ლიდერები. დიდი საერთაშორისო მობილიზაცია შექმნა, რის შედეგადაც საქართველო გადარჩა",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა 2008 წელსა და დღევანდელ პროცესებთან გაავლო პარალელი და შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.

"ფრთხილად უნდა ვიყოთ და რაც დამპყობელმა 2008 წელს ვერ გააკეთა, უკვე ახალ ეპოქაში ჩვენივე ხელებით არ უნდა გავაკეთოთ. 2008 წელს ჩვენ ვიყავით ისეთი ქვეყანა, რომლის გადარჩენა მთელ მსოფლიოს უღირდა და ჩვენ კვლავ ასეთ ქვეყნად უნდა დავრჩეთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.