loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში პოლიციის ყველა სამმართველო და განყოფილება მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში პოლიციის ყველა სამმართველო და განყოფილება მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების შემოვლას განაგრძობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა პოლიციის ყველა სამმართველო და განყოფილება მოინახულა. პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ.

მინისტრმა პოლიციის მუშაობით კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები რეგიონში წარმატებულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ასევე თეთრიწყაროს რაიონში და დაინტერესდა სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის წინწყაროში სიტუაცია განმუხტულია და ის სამართალდამცველების ჩარევას არ საჭიროებს.