loader

საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში და საახალწლო განწყობა 22 ქვეყნის საელჩოს მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში და საახალწლო განწყობა 22 ქვეყნის საელჩოს მონაწილეობით

თბილისში ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ საშობაო ექსპოზიციაში 22 საელჩო, 200-მდე კერძო პირი, კომპანია და ორგანზიაცია მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 15 ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სამზარეულო, ქართველი ხელოვანების ნაწარმოებები და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წარმოებული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ბავშვების კარგ განწყობაზე კი მულტფილმის გმირები და სანტა კლაუსი ზრუნავდნენ.

გამოფენა-გაყიდვაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი მეუღლეები თავადაც მონაწილეობდნენ.

საშობაო გამოფენა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს" მიერ გაიმართა, რომელიც ექსპოზიციას "საქართველოს ამერიკელ მეგობრებთან" და საელჩოებთან ერთად ახორცილებს. გამოფენის სტუმრებს პატიმრების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრები, ასევე მეორადი წიგნების, ტანსაცმლისა და საოჯახო ნივთების შეძენაც შეეძლოთ. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა თბილისსა და გორში უმწეო მოხუცთა პროფესიულ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

მასშტაბური საქველმოქმედო აქცია საქართველოში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები მონაწილეობენ. ორგანიზატორები ტრადიციის გაგრძელებას მომავალ წელსაც აპირებენ.