loader

რუსთავში "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, - ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. ორი ნიღბიანი პირი ბანკში მაშინ შეიჭრა, როდესაც ბანკის რუსთავის ფილიალი უკვე იკეტებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, ორივე ნიღბიანი თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.

პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა თავდამსხმელებმა გაქცევა მოასწრეს. თვითმხილველთა განცხადებით კი, კოსტავას გამზირზე სროლის ხმაც ისმოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ნიღბიანი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა.