loader

ტერმინებს არ უნდა გამოვეკიდოთ, ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ საბოლოო შედეგი - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერმინებს არ უნდა გამოვეკიდოთ, ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ საბოლოო შედეგი - ნინო ბურჯანაძე

შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ტერმინ "ოკუპანტს" არ ვიყენებდი, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მე-9 არხის" გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად." ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ბაზრით არ შემოიფარგლება და მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობაა. მისი თქმით, საზოგადოება ელის ურთიერთობების ფართომასშტაბიან დარეგულირებას.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ საქართველო ფრთხილად უნდა იყოს მოლაპარაკების პროცესში. "ჩვენ ტერმინებს არ უნდა გამოვეკიდოთ, ჩვენთვის მთავარია, საბოლოო შედეგი მივიღოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მთავარ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიის უცხო ქვეყნის ჯარისგან გათავისუფლება ჰქვია", - განაცხადა ბურჯანაძემ.