loader

მარტო დაკითხვა რას შველის, ბარამიძე ჩემს შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში - დოდო აფრასიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტო დაკითხვა რას შველის, ბარამიძე ჩემს შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში - დოდო აფრასიძე

დოდო აფრასიძეს პროკურატურაში შეკითხვები 2004 წლის სპეცოპერაციის დეტალებზე დაუსვეს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბარში გოჩა და შმაგი აფრასიძეების დედამ განუცხადა, გამომძიებლებმა შეკითხვები ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებაც დაუსვეს.

დოდო აფრასიძე საქმეზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის დაკითხვას ითხოვს. მისი განმარტებით, სპეცოპერაციას სწორედ ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

"ბარამიძეს ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება არ გამოუვა. მართალია, ბრძანება სააკაშვილმა გასცა და ამით საბავშვო ბაღებში მისვლისასაც კი ტრაბახობდა, მაგრამ ადგილზე ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს, რასაც ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მას ეს ბრძანება არ უნდა შეესრულებინა. რა არის ისეთი სამსახური, რომ ასეთი ცოდვა აიკიდო?!" - აღნიშნა დოდო აფრასიძემ.

აფრასიძეების დედა მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გუშინ დაკითხეს. დაკითხვა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი საპატიმროში იმყოფებიან.