loader

მორიგი მასალა ბედუკაძისგან - გლდანის ციხეში არსებული ფარული მიყურადების ოთახის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი მასალა ბედუკაძისგან - გლდანის ციხეში არსებული ფარული მიყურადების ოთახის კადრები

გლდანის მე-8 საპყრობილეში ფარული მიყურადების ოთახი დღესაც მუშაობს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძემ ჟურნალისტებს 2010-2011 წლებში გადაღებული ვიდეოფაილები გადასცა, სადაც ასახულია ციხეებში თვალთვალის კადრები. მისი თქმით, აღნიშნული მასალა ლადო ბედუკაძემ გადასცა. კილაძის განცხადებით, ფაილები იმ სერვერიდან არის მოპოვებული, რომელზეც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ დაკარგულია.

"ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ლადო ბედუკაძის მიმართვაც გააცნო. ბედუკაძე მიმართვაში აცხადებს, რომ მე-8 საპყრობილეში მიყურადების ოთახი ისევ მუშაობს. მიმართვაში ბედუკაძე განმარტავს, რომ აღნიშული აუდიომასალა ციხის მოქმედმა თანამშრომელმა გადასცა, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, მიყურადების ოთახს განაგებდა სამი ადამიანი, რომლებიც საპყრობილის თანამშრომლები არ იყვნენ - რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და ზაურ ბიწაძე. ბედუკაძის ინფორმაციით, აპარატურა და ვიდეოკამერა 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ავთო შანთიძემ დაამონტაჟა, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, ხოლო მის ადგილზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გიორგი გვენეტაძეა დანიშნული.