loader

შსს-მ სასურსათო მაღაზიის ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ სასურსათო მაღაზიის ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში იმავე ბრალდებით ნასამართლევი გიორგი შ. და ომარ ჩ. დააკავეს.

ბრალდებულებმა 8 დეკემბერს თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გაიტაცეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბენდელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე ღამეს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებები, გატაცებული ფული და ნიღაბი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.