loader

კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, სააკაშვილის გუნდი გარკვეული საქმეების გამოძიების შეწყვეტას ითხოვს - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, სააკაშვილის გუნდი გარკვეული საქმეების გამოძიების შეწყვეტას ითხოვს - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახალი ხელისუფლებისგან გარკვეულ საქმეებზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ჩათვლით. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი "ფრანს 24"-თან ინტერვიუში საუბრობს და განმარტავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივების გამო ხელისუფლება ვერ შეწყვეტს იმ საქმეების გამოძიებას, რომლებიც გამოძიებული არ იყო.

"ხალხს უნდა, სამართალი აღდგეს ახლა და არა გაზაფხულზე ან 2013 წლის შემოდგომაზე. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება სამხილები, რომ ვინმეს ბრალი წავუყენოთ, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩათვლით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ენუქიძისა და გირგვლიანის საქმე. ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი შს, იუსტიციის, სასჯელაღსრულების მინისტრები და თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს უშლიდნენ, რომ გამოძიება სამართლიანად წარმართულიყო, რადგან ეს საქმე შს მინისტრს, მის ცოლს და სხვა მაღალი რანგის პირებს უკავშირდება. ეს საქმე გამოუძიებელი იყო სააკაშვილის მთავრობის მიერ და ჩვენ ამ საქმეს ახლა ვიძიებთ. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყოს შემოწმებული და თუ საკმარისი მტკიცებულება გვექნება, სისხლის სამართლის დევნა დავიწყოთ მათ წინააღმდეგ. ზოგმა შეიძლება ამას დაარქვას მაღალი პროფილის პოლიტიკური საქმე და ეს არის კიდეც ასე. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არავის აქვს იმუნიტეტი კანონის წინაშე,"- აღნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება სისხლის სამართლის საქმე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც აღიძრას, თეა წულუკიანის თქმით, თუ მტკიცებულება არ იქნება, ამის რისკი არ იარსებებს.

"სააკაშვილი 5 წლითაა არჩეული და ეს ვადა 2013 წლის იანვარში გადის, თუმცა მან მოახერხა კონსტიტუციის შეცვლა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრამდე გაეხანგრძლივებინა. მას უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. მისი გუნდის წევრებიც საკმაოდ გაბედულები არიან და იმასაც კი გვთხოვენ, რომ კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, შევწყვიტოთ გარკვეული საქმეების გამოძიება გირგვლიანის საქმის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ ვერ შევწყვეტთ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივების გამო იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც არ იქნა გამოძიებული", - აცხადებს წულუკიანი "ფრანს 24"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.