loader

ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლის ხარჯზე თანამდებობები მოგვიტანეს - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლის ხარჯზე თანამდებობები მოგვიტანეს - არჩილ კბილაშვილი

ახალი მთავრობის კიდევ ერთი წევრი იქცა კრიტიკის ობიექტად სოციალურ ქსელებში. ვიდეო, რომელშიც არჩილ კბილაშვილი თანამდებობების დაკავების არც ისე სახარბიელო გზაზე საუბრობს, იმ გამოსვლიდანაა ამოჭრილი, რომელიც მთავარმა პროკურორმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე წარმოთქვა.

"არც მე, არც ირაკლი (ღარიბაშვილი) და ახალი მთავრობის ნებისმიერი წევრი, იმ პოზიციას ვერ დაიკავებდა, რომელიც უკავია, რომ არა ბუტა რობაქიძის მკვლელობა, რომ არა გირგვლიანის მკვლელობა, რომ არა 7 ნოემბრის თუ 26 მაისის და კიდევ სხვა ბევრი მკვლელობები. ამიტომ, წმინდა ემოციურად, ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ხარჯზე, შეიძლება ითქვას, უტრირებულად ვიტყვი, მაგრამ პირდაპირ, ჩვენ თანამდებობები მოგვიტანეს" - აცხადებს კომენტარში არჩილ კბილაშვილი.