loader

"ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია" - 17 წლის წინ დაკარგული გოგონას ოჯახი გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია" - 17 წლის წინ დაკარგული გოგონას ოჯახი გამოძიებას ითხოვს

მას შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა თეთრიწყაროში 9 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავი დღემდე ახსოვთ. ბავშვის დაკარგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ეჭვმიტანილებიც დაკითხეს, მაგრამ ძიება საეჭვო ვითარებაში შეწყდა. დაკარგული ბავშვის ახლობლები ეჭვობენ, რომ არასრულწლოვანი გაიტაცეს - გაშვილების, უარეს შემთხვევაში კი, ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით.

1995 წლის 9 ნოემბერს გვანცა წიკლაური კლასელებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გოგონები ერთმანეთს დაშორდნენ. ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ ჩაიარა ბავშვმა ტყის მიმართულებით კიბე და სახლისკენ მიმავალ გზას გაჰყვა...

17 წლის განმავლობაში ოჯახმა არაერთხელ მიმართა განცხადებით პროკურატურას, პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ უშეგედოდ. დღემდე არავინ იცის, სად გაქრა 9 წლის გოგონა. ოჯახის წევრები ეჭვმიტანილების და თვითმხილველების ხელახალ დაკითხვას და საქმის განახლებას ითხოვენ.

უგზოუკვლოდ დაკარგული შვილის მოლოდინი დედისთვის მეტად მტკივნეულია, მაგრამ იმედი მაინც ცოცხლობს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება...

ავტორი: ემა ტუხიაშვილი