loader

ომის ვეტერანების შეხვედრას ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანია დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომის ვეტერანების შეხვედრას ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანია დაესწრო

ომის ვეტერანებმა ჭადრაკის სასახლეში გაფართოებული შეხვედრა გამართეს. ვეტერანებმა ტერიტორიულ მთლიანობაზე, შეღავათების აღდგენის საკითხებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ომის ვეტერანთა სხვადასხვა გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრი მომხრეა იმისა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ომის ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

ამასთან, შეხვედრას არ დასწრებია გია ყარყარაშვილი. როგორც ომის ვეტერანებმა განაცხადეს, ყარყარაშვილის შეხვედრაზე არმისვლის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა.