loader

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების 708 ახალწვეულმა ფიცი დადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების 708 ახალწვეულმა ფიცი დადო

სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვას. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ჯარისკაცს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო მისი დასაცავია.

"ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველაზე მთავარი, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველა სიამაყით სავსე ვართ და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეიარაღებული ძალების ოჯახში გაწევრიანებას", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი ჰყავს გმირი, ვის სახელებსაც ვიხსენებთ, მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას.

სამხედრო ფიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების 708 წვევამდელმა მიიღო. ცერემონია ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ფიცის მიღების შემდეგ წვევამდელთა ბატალიონი IV ქვეითი ბრიგადის კაპელანმა დეკანოზმა ნაზარემ დალოცა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.

საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, წვევამდელთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.