loader

ირაკლი ალასანია თვითმფრინავის შესაძენად საფრანგეთში კონკრეტულ პირს აგზავნის - ირმა ნადირაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია თვითმფრინავის შესაძენად საფრანგეთში კონკრეტულ პირს აგზავნის - ირმა ნადირაშვილი

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მათ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ 16-21 დეკემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საფრანგეთში აგზავნის ვინმე ედუარდ გოგიაშვილს, მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შესაძენად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოხსნა გრიფი "საიდუმლო" პრეზიდენტის ფრენებს და გამოაქვეყნა სქემა, როგორც "რაღაც დანაშაულებრივი დოკუმენტი". ნადირაშვილის განცხადებით, ამ ჩამონათვალში არის არაერთი ქალაქისა და ქვეყნის სახელი, თუმცა მიზეზები არ წერია, რატომ გადაადგილდებოდა იქ პრეზიდენტი. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრ ამ ქალაქში პრეზიდენტი გაჩერდა ნახევარი ან ერთი საათით, რადგან ეს იყო ვრცელი გადაფრენები და ეკიპაჟმა საწვავი შეავსო.

მისივე თქმით, განსაკუთრებით სამარცხვინოა მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შეძენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოისმინეს განცხადებები, რომ არ არსებობს თანხა, რათა ჯარი გამოიკვებოს. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული თვითმფრინავი, მიიღეს გადაწყვეტილება, მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავი შეიძინონ.

თავად ირაკლი ალასანია მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შეძენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ჟურნალისტების კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ტყუილია. მინისტრს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

იხილეთ: თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ეხმაურება