loader

ეს იყო სააკაშვილის ბრძანება, რომ 26 მაისს აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს იყო სააკაშვილის ბრძანება, რომ 26 მაისს აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო - ნინო ბურჯანაძე

ვანო მერაბიშვილმა ისე დაგეგმა 26 მაისის ოპერაცია, რომ იქ აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რადიო და ტელე "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"დანაშაულებრივი ბრძანება გასცა ვანო მერაბიშვილმა 26 მაისს, როცა ისე დაგეგმა ოპერაცია, რომ არათუ ადამიანების დაზარალება უნდა მომხდარიყო მინიმალურად, არამედ ისე იყო დაგეგმილი, რომ იქ აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო. ეს პირადად სააკაშვილისგან მოდიოდა, რადგან მან იცოდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, უსისხლო ყოფილიყო ეს ბრძოლა. ეს იყო სააკაშვილის ბრძანება, რომ 26 მაისს აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო და მერაბიშვილმა დაგეგმა ოპერაცია ისე, რომ არ არსებობდა შანსი, უსისხლოდ დასრულებულიყო მიტინგის დასჯა. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს და არამარტო მას, წაუყენო პირდაპირი ბრალდება და შეუფარდო წინასწარი პატიმრობაც.

პირველი, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, არის მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. თუ ამას არ გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, კითხვის ნიშნები და იმედგაცრუეება მათ მიმართ ძალიან დიდი იქნება" - აღნიშნა ბურჯანაძემ გადაცემაში.