loader

საქართველოს "საუკეთესო მჯღაბნელი" გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს "საუკეთესო მჯღაბნელი" გამოვლინდა

მუსიკის ფონზე, ორიგინალურ გარემოში საუკეთესო "ნაჯღაბნები" 5 სართულზე გამოიფინა. კონკურსი "საუკეთესო მჯღაბნელის" გამოსავლენად, ცხრა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ჩატარდა. სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს, სამედიცინო, კავკასიის, თავისუფალი, საქართველოს, თსუ-ს, ილიაუნის და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტების 7 ათასი სტუდენტიდან შერჩეულ 100 კონკურსანტს, საკუთარ ნაჯღაბნიანი მაისურები დაურიგდათ. ჟიურის გადაწყვეტილებამდე კი ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობის საშუალებაც მიეცათ.

"რედ ბულის" საერთაშორისო კონკურსი ჯღაბნის ხელოვნებაში (Red Bull Doodle Art) მსოფლიოს მაშტაბით 2007 წლიდან, საქართველოში კი მესამედ იმართება. წლევანდელ, შედარებით მასშტაბურ კონკურსში, კომპეტენტური ჟიურის სამ წევრს სამი საუკეთესო მჯღაბნელის გამოვლენა გაუჭირდა.

კონკურსი, რომლის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტის აღმოჩენაა, ორიგინალობას ჯღაბნის საშუალებით ავლენს.