loader

ჯარი მოაზროვნე და ინტელექტუალური უნდა იყოს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარი მოაზროვნე და ინტელექტუალური უნდა იყოს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის მინისტრს ჯარში ინტელექტუალიზმის დამკვიდრების თხოვნით მიმართა. როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ჯარისკაცების უპირველესი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია ან ინტერნეტი, არამედ წიგნი. თავდაცვის სამინისტროს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც დღევანდელ წირვაზე იმყოფებოდნენ, უწმინდესმა წიგნების კითხვისკენ მოუწოდა და ურჩია, სწორედ წიგნი იყოს მათი უპირველესი თანამგზავრი. "წიგნები უნდა იკითხოთ, რომ განსაჯოთ, სად არის კეთილი და სად - ბოროტი," - მიმართა მან ჯარისკაცებს.