loader

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის სავარაუდო მიზეზი მოყინულ გზაზე მოცურება გახდა.
ადგილზე გამოძახებული იყო ერთი სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ავტომობილები გზის ნაპირზე გადაიყვანეს და საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება დაშავებულებს, ერთ მათგანს სამედიცინო ჯგუფებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ორი დაშავებული რესპუბლიკური საავადმყოფოს "ემერჯენსი"-ს განყოფილებაშია გადაყვანილი. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.