loader

თბილისს 111 საპატრულო ეკიპაჟი მოემსახურება - ახალი ეკიპაჟების პრეზენტაცია შსს-სთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისს 111 საპატრულო ეკიპაჟი მოემსახურება - ახალი ეკიპაჟების პრეზენტაცია შსს-სთან

დღეიდან დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი და 240 პატრულ-ინსპექტორი მოემსახურება. ახალი ეკიპაჟების პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში 76 მანქანა იყო, რომელიც 35 ერთეულით გაიზარდა.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას მოახდენენ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე.

მისივე განცხადებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები და პატრულ-ინპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულნიც არიან.

"მე ვარ ამაყი, რადგან ვხვდები იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებს. წინა და ახლანდელ პოლიციას შორის სხვაობა ისაა, რომ ამჟამინდელ სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. დეპოლიტიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. დაიცავით ყველას ადამიანის უფლებები. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, მათ შორის, მინისტრებიც და თანამდებობის პირებიც, რომლებიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.