loader

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

დღევანდელი სხდომა პარლამენტში წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრებმა აშშ-ის ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეაძრწუნა.

"პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს. საზარელი ტრაგედია დატრიალდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აშშ-ის ქალაქ ნიუთანში 20 წლის ადამ ლანცამ ადგილობრივ სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, რომელთა შორის 20 ბავშვია.