loader

ქობულეთის გამგებელი გადადგომას არ აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთის გამგებელი გადადგომას არ აპირებს

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოიძემ ქობულეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თენგიზ ზოიძემ აღნიშნა, ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ აქცია მისი გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. მისი აზრით, მოქალაქეებმა საპროტესტო აქციის ნაცვლად, ბიუჯეტის განხილვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

"მიზანშეწონილია, რომ რადგან ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, მოქალაქეებმაც მიიღონ მასში მონაწილეობა. ეს უფრო წაადგება საქმეს, ვიდრე აქციების ჩატარება. ჩვენს გადადგომასა და დანიშვნაზე საკრებულოა პასუხისმგებელი და ჯერ გადადგომას არ ვაპირებ", - აღნიშნა თენგიზ ზოიძემ.

ქობულეთის გამგეობასთან 100-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით გამართა. ზოიძე გამგებლის თანამდებობაზე ორი თვის წინ დაინიშნა.