loader

"აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" - ფილმის იუბილეს აღსანიშნავად კინოჩვენება გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" - ფილმის იუბილეს აღსანიშნავად კინოჩვენება გაიმართა

ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაღებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმომადგენლები, კინომცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს "აკაკის მოგზაურობის" გადაღების პროცესზე. ასევე, ეროვნულ საარქივო ფონდშია დაცული მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას გადაღების დეტალებს იხსენებს.