loader

საგამოძიებო სამსახური გვარამიას, მერაბიშვილის, ხეთაგურის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგამოძიებო სამსახური გვარამიას, მერაბიშვილის, ხეთაგურის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასასახო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა და ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.

საგამოძიებო სამსახური ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს, რომელშიც ზემოხსენებული პირები და ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფიგურირებენ.