loader

"ახალი მინისტრებისგან უმუშევრად დარჩენილები" - რეორგანიზაცია სამინისტროებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალი მინისტრებისგან უმუშევრად დარჩენილები" - რეორგანიზაცია სამინისტროებში

26 წლის ნინო დუნდუა 6 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 19 ნოემბერს ბაჩო ახალაიას მეგობრის და შვილის ნათლიისთვის სამინისტროს კარები დაკეტილი აღმოჩნდა. საპროტოკოლო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სამინისტროში არასასურველი პიროვნება გახდა. თავის თავს პოლიტიკური ნიშნით შერჩეულს უწოდებს. სამინისტროებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას შს მინისტრი ერთ-ერთ კომენტარში უარყოფს.

სამინისტროებიდან გამოშვებული საჯარო მოხელეები ერთად "ფეისბუქის" გვერდზე - "ახალმა მინისტრმა უმუშევარი დამტოვა" შეიკრიბნენ და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამ გზით ცდილობენ.

სამინისტროები რეორგანიზაციას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ბევრმა თანამშრომელმა წასვლის შესახებ განცხადება თავისი სურვილით დაწერა. უმეტეს სამინისტროში საჯარო მოხელეები დაკავებულ პოზიციებს დღემდე ინარჩუნებენ.

რეორგანიზაციის ხანგრძლივი პროცესი ზოგიერთ სამინისტროში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და ოპტიმიზაციის შედეგად უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვიც შესაძლოა გაიზარდოს.

ავტორები: ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია