loader

შეჩვეული ვარ, სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ ვისაუბრო - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეჩვეული ვარ, სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ ვისაუბრო - ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას იმის დეკლარირებად მიიჩნევს, რომ უსმენენ.

როგორც მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეჩვეულია იმას, რომ ტელეფონით სერიოზულ თემებზე არ უნდა ისაუბროს.

"ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნეს, სრულიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას. სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას და იმას, რომ სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია, შეჩვეული ვარ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობებზე აღარ ვმუშაობ, დასამალი აღარაფერი მაქვს. ყველაფერზე თავისუფლად შემიძლია საუბარი. ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება კი იყო იმის დეკლარირება, რომ გვისმენენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ასევე იხილეთ: საგამოძიებო სამსახური გვარამიას, მერაბიშვილის, ხეთაგურის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს