loader

მამაკაცმა სკოლის 23 მოსწავლე დანით დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა სკოლის 23 მოსწავლე დანით დაჭრა

ჩინეთში, სოფელ ჩენპენგში, მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად 23 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაშავდა. ეს ინციდენტი და ამერიკაში, კონექტიკუტში მომხდარი ტრაგედია ერთსა და იმავე დღეს მოხდა. ოღონდაც, ჩინეთში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო ახლა გავრცელდა.

პოლიციამ უკვე დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი აღმოჩნდა. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ბოლო დროს ჩინეთში ასეთი თავდასხმები გახშირდა. ბოროტმოქმედები, ძირითადად, სამსახურდაკარგული ადამიანები არიან.