loader

ავღანეთში დაკარგული ქართველი სამხედროს ძებნის ოპერაცია გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაკარგული ქართველი სამხედროს ძებნის ოპერაცია გრძელდება

ავღანეთში ქართველი სამხედროს ძებნის ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს ISAF-ის მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხურის ოფიცერმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქართველი სამხედრო დაკარგულია. მისი ძებნის ოპერაცია გრძელდება. მზად ვართ, დეტალების დაზუსტების შემდეგ ინფორმაცია მოგაწოდოთ", - აღნიშნა ოფიცერმა, რომელსაც "პალიტრა ტვ" ქაბულში დაუკავშირდა.

ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ერთი ჯარისკაცის დაკარგვაზე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი 19 დეკემბრის შემდეგ არ უნახავთ. "მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები", - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.