loader

"მეგას" მეცამეტე ცერემონიაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტიც დაჯილდოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგას" მეცამეტე ცერემონიაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტიც დაჯილდოვდა

მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" ცერემონია უკვე მეცამეტედ გაიმართა. გასულ წლებთან შედარებით წლევანდელი ღონისძიება ნაკლებად პომპეზური იყო, თუმცა, ნომინაციები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ცერემონიას არ დაჰკლებიან. წლევანდელ დაჯილდოვებაზე ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო. ყურადღების მიღმა არ დარჩენილან თემურ თათარაშვილი, ეკა კვალიაშვილი, თემურ წიკლაური და ჯგუფი "ფორტე".

"მეგას" დამფუძნებლის, ბესო ჩუბინიძის განცხადებით, დაჯილდოება მომღერლებს სტიმულს აძლევს, მთელი წლის განმავლობაში შექმნილი რეპერტუარი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასოს და საუკეთესო სიმღერა, მუსიკალური პროექტი და მომღერალი დაჯილდოვდეს.

წლის განმავლობაში კულტურისა და შოუბიზნესის აქტიური გაშუქებისთვის მეგას დიპლომი "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტს გიორგი ბერიძეს გადაეცა.