loader

ბიძინა ივანიშვილი ყარსი-ახალქალაქის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ყარსი-ახალქალაქის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყარსი-ახალქალქის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

მისი შეფასებით, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად სასარგებლოა, მაგრამ პირველ ეტაპზე ეკონომიკურად ბევრ კითხვას ბადებს.

"ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი გეოპოლიტიკურად სასარგებლოა, მაგრამ ეკონომიკურად ეს ქვეყნისთვის პირველ ეტაპზე ბევრ კითხვას იწვევს. გეოპოლიტიკურად კარგია, რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე, მაგრამ ეკონომიკურად, როცა ყარსის რკინიგზა გაიხსება, ჩვენს ძველ, ტრადიციულ რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და 2-3-ჯერ დიდია, ტვირთბრუნვა შემცირდება. ეს დაეტყობა ჩვენ პორტებსაც. აი, ეს კითხვა დგება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია 24 დეკემბერს, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდება.