loader

შსს-მ სენაკში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ სენაკში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

2012 წლის 20 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონულ სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა.

სენაკში მცხოვრებმა, 1957 წელს დაბადებულმა, თენგიზ.ა-მ სამართალდამცველებს წარუდგინა 20 სხვადასხვა დასახელების ტანკსაწინააღმდეგო "ერ-პე-გე"-ს ტიპის ჭურვი, ერთი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 სხვადასხვა დასახელების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვი, მსხვილკალიბრიანი იარაღის ვაზნები, 7 ცალი 23 და 33 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვები, 13 ფუგასური ჭურვი და 8 "ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, 5 ამფეთქით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველო სსსკ-ის 236-ე მუხლით.