loader

შსს-მ მკვლელობა გახსნა - ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე ბოქლომით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ მკვლელობა გახსნა - ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე ბოქლომით მოკლა

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბანის რაიონის სოფ. აქთაკლიაში მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული მუსტაფა ა. დააკავეს.

ბრალდებულმა, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში მოკლა მეუღლე, 1971 წელს დაბადებული გარანფილ გასანოვა. მუსტაფა ა-მ მეუღლეს ბოქლომით მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავის არეში, რამაც გარანფილ გასანოვას სიკვდილი გამოიწვია.

მუსტაფა ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.