loader

"მიქაძეს ვუთხარი, მთელი ეს არსენალი თქვენ დააკავეთ?" - რას ყვება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიქაძეს ვუთხარი, მთელი ეს არსენალი თქვენ დააკავეთ?" - რას ყვება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმეზე

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე ბუტა რობაქიძის საქმის გაყალბებაშია მხილებული. გამოძიების ვერსიით მან იარაღის არსენალი ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობიდან წამოიღო და ბრალდებულებს ჩაუდო. ზურაბ მიქაძეს ბრალი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, მოხელის მიერ სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის. ამ ბრალდებებით მიქაძე 30 ნოემბერს დააკავეს, 1 დეკემბერს იგი სასამართლომ 16 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მართალია, თავად მიქაძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ რობაქიძის საქმეში კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ იარაღი მკვლელობის ადგილზე მიქაძეს მიეტანა.

ინტერვიუ სკაიპით ჟურნალ "გზა"-ს ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ ჩაწერა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე მზადაა ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება მისცეს

ასევე იხილეთ:

- "პატრული იყო მთლიანად გურამ დონაძის დაქვემდებარებაში" - ზურაბ ბაქრაძე

- "ისე ნუ გააკეთებენ, რომ ჩვენი შვილების გამო შური ვიძიოთ" - სოსო რობაქიძე მიქაძის გათავისუფლებაზე

- სტუდია GNS-ის რეპორტაჟი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე