loader

ხმაური გარემოვაჭრეების გაყვანის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური გარემოვაჭრეების გაყვანის დროს

გარემოვაჭრეების ნაწილი "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან გაიყვანეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათი გაყვანა საპატრულო პოლიციამ დილიდან თევდორე მღვდლისა და აბასთუმნის ქუჩიდან დაიწყო. მოვაჭრეებს საქონელს ართმევენ და ვაჭრობას უკრძალავენ. მოვაჭრეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი ქუჩაში ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ. როგორც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, ტერიტორიის გათავისუფლება თბილისის მერიის განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს.