loader

"იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით" - ბიძინა ივანიშვილი

ხალხის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, იმაზე მეტს გავაკეთებთ რასაც დავპირდით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

"ხალხის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყველას ექნება სადაზღვევო პოლისი. პენსიები და სოციალური დახმარებები იზრდება - ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ამათი გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე. ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით, ალბათ, იანვრიდან შემცირდება. გაზზე ტარიფის ამდენად შემცირებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ისიც შემცირდება. ვმუშაობთ ბენზინის ფასების შემცირებაზე. მონოპოლიური ფასების დარღვევას ვიწყებთ და თავისთავად ეს გამოიწვევს ბენზინის ფასის შემცირებას. ამავე დროს, ყველანაირად ვცდილობ, ბიზნესი არ შევაშფოთო, არ შევავიწროო. საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს. საქართველოში წარმოებული პროდუქციის სიუხვე უნდა იყოს. ნურავის ეშინია, რომ აპრილისთვის პოპულარობას დავკარგავთ. პირიქით, ჩვენ უფრო მოვიხვეჭთ პოპულარობას. იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, 24 დეკემბერს, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ: თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს - ბიძინა ივანიშვილი

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge -ზე