loader

თუ კალანდაძეზე შემოვა ახალი განცხადება, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ სამჯერ მივეცით პასუხისგებაში - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ კალანდაძეზე შემოვა ახალი განცხადება, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ სამჯერ მივეცით პასუხისგებაში - არჩილ კბილაშვილი

გენერალ გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით, თუ ხვალ-ზეგ ახალი განცხადება შემოვა, მაშინაც ადეკვატურები ვიქნებით, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც გიორგი კალანდაძის საქმეზე პროკურატურამ კონკრეტულ ეპიზოდებზე გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვა, ის წარმოაჩინეს და პირი პასუხისგებაში მისცეს.

"გარკვეული დროის შემდეგ კიდევ შემოვიდა ახალი განცხადებები და კიდევ ახალი ეპიზოდი გამოვავლინეთ. ამის საფუძველზე კიდევ მივეცით პასუხისგებაში კალანდაძე. ხვალ-ზეგ რომ შემოვიდეს ასეთი განცხადება, ბუნებრივია, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ კალანდაძე სამჯერ მივეცით პასუხისგებაში და მეოთხედ ვეღარ მივცემთ. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია: თითოეულ დოკუმენტზე, ეპიზოდზე მიდგომა იყოს ადეკვატური; შევისწავლოთ, მოვამწიფოთ, საგამოძიებო თვალსაზრისით გამოვკვეთოთ მისი პასუხისმგებლობა და შემდეგ წარედგინოს პირს ბრალი. თუ ხვალ-ზეგ ახალი განცხადება შემოვა, მაშინაც ადეკვატურები ვიქნებით. სად გვაქვს იმის გარანტია, რომ კალანდაძის ან ახალაიას ბრალდების თემატიკა ამოწურულია? ასეულობით განცხადება შემოდის და ყველას ერთად ხომ ვერ შევისწავლით?!" - განაცხადა კბილაშვილმა.

არჩილ კბილაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ს საიტზე