loader

ქართველი ტრანსგენდერის აღიარება - ცხოვრება საზოგადოებაში, რომელიც ვერ გიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ტრანსგენდერის აღიარება - ცხოვრება საზოგადოებაში, რომელიც ვერ გიღებს

ყველაფერი 21 წლის წინ დაიწყო, როცა ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებულმა გოგონამ აღმოაჩინა, რომ მისი შინაგანი სამყარო მის ფიზიკურ აგებულებას არ შეესაბამებოდა. ოჯახი გოგონას უცნაურ ქცევებს ჯერ ბავშვობას, შემდეგ გარდატეხის ასაკს აბრალებდა. 16 წლის ასაკში სახელი ალექსი დაირქვა. საპასუხოდ ოჯახმა გარეთ დატოვა.

ორი ოპერაცია უკვე გაიკეთა. დარჩა მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაცია. ალექსმა ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადა, 4 წელი ჯარში იმსახურა. მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომშიც მიიღო. ქვეყანაში, სადაც ტრანსგენდერის უფლებები დაცული არაა, ყველაზე მეტად სამსახურის შოვნა გაუჭირდა.

სირთულეებს პირად ცხოვრებაშიც წააწყდა. ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ დღეს თავისი მეორე ნახევარი იპოვა. ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია.